ახალი ამბები
ხარისხიანი ხილი - გორის საწარმოს მთავარი გამოწვევა
კომპანია ,,კულას" საწარმო წელიწადის სხვადასხვა სეზონზე იბარებს ყველანაირ ხილს - ბალს, ატამს, ტყემალს, ვაშლს. მისი დირექტორი ივანე გოგლიძე ამბობს, რომ ნედლეულს როგორც ფერმერებისგან, ასევე, გლეხებისგან ყიდულობს.

საწარმოს მთავარ გამოწვევად ხარისხიანი მოსავალი რჩება. ,,ხშირად, დეფიციტი გვქონია, რადგან ვერ ვაწარმოეთ იმდენი პროდუქტი, რამდენიც შეკვეთები გვქონდა. ეს განპირობებული იყო ჯერ ერთი იმით, რომ ვერ ჩავიბარეთ შესაბამისი ხარისხის ხილი, მეორეც - პრობლემებს ამინდიც ქმნის. განსაკუთრებით, ხილს აზარალებს სეტყვა" - ამბობს ვანო გოგლიძე.

აქედან გამომდინარე, ,,კულას" ხელმძღვანელობამ საკუთარი ბაღების მოშენება გადაწყვიტა:

,,წელს 50 ჰა ბაღი გავაშენეთ. კიდევ ვგეგმავთ გაშენებას. ეს დაგვეხმარება სწორედ იმაში, რომ აღარ შეგვექმნას დეფიციტი. ჩვენი პროდუქტი ძალიან ბევრ ქვეყანაში გადის, როგორც ევროპაში, ასევე, ამერიკაში და კანადაში. ადგილობრივ ბაზარს წარმოებული პროდუქტის მხოლოდ 35% უკავია, დანარჩენი საზღვარგარეთ გაგვაქვს" - ამბობს ივანე გოგლიძე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები