ქარელის ვიცე მერი: ,,აჭარლებიც გაგვექცნენ, სასულიერო პირებმა შეავიწროვეს“ (ვიდეო)
ქარელის ვიცე მერი აცხადებს, რომ სასულიერო პირები ძამას ხეობაში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს ავიწროვებენ. ნუგზარ დაბრუნდაშვილმა ამის შესახებ განცხადება გადაცემა „ქართლის სტუდიაში“ (,,მიწის რეგისტრაცია და დაცარიელებული სოფლები") სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა.

,,აჭარლებიც გაგვექცნენ, ძალიან ცოტა დაგვრჩნენ. სასულიერო პირებმა შეავიწროვეს. მოგეხსენებათ, რომ ძამას ხეობა სავსეა ეკლესია-მონასტრებით. სასულიერო პირებმა შეავიწროვეს რელიგიური ნიშნით და არა მარტო რელიგიური ნიშნით. ეს ყველაფერი იმდენად არალეგალურად ხდება, რომ წავიდა მოსახლეობა. სკოლა დატვირთული გვქონდა და ამჟამად, 11 ბავშვი დადის, როცა 60 ბავშვი დადიოდა.“-აცხადებს ქარელის ვიცე მერმა.

qartli.ge-მ ცოტა ხნის წინ რეპორტაჟი სოფელ გვერძინეთიდან მოამზადა. ეს ერთ-ერთი ის სოფელია, სადაც აჭარლები 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ საძოვრები, რომლითაც სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, სასულიერო პირებმა შეისყიდეს. ინტერვიუში იმასაც აცხადებდნენ, რომ  საქონელს ძირითადად სოფლის ცენტრში აძოვებენ.

ძამას ხეობის აჭარლებზე სპეციალური გადაცემაც მომზადდა. ,,ქართლის სტუდიაში". გადაცემაში ,,ძამას ხეობის აჭარლები" ქარელის მერის ეკონიმიკური სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ძამას ხეობიდან მოსახლეობის გადინება შეჩერებულია, თუმცა ზრდა არ შეინიშნება. ეს ის სოფლებია, რომლებიც 90-იან წლებში ეთნიკურმა ოსებმა დატოვეს.  

სოფელ გვერძინეთში ცხოვრობს ოჯახი, რომელსაც სოფლის დატოვება არ სურს. ნაზიბროლა პაქსაძე 20 წელზე მეტია ოჯახთან ერთად სოფელ გვერძინეთში ცხოვრობს. დღეს, ნაზიბროლა პაქსაძე და სხვა აჭარლები დილემის წინაშე დგანან. ჩრდილოეთ ოსეთიდან გვერძინეთში ბევრი ოჯახი უკან ბრუნდება. რამდენიმე ოჯახმა კი, ოფიციალურად სახლი ნასყიდობის გზით გადაუფორმა ეკომიგრანტებს. ეს ძირითადად იმ ოსმა ოჯახებმა გააკეთეს, რომლებმაც ჩრდილოეთ ოსეთში (რუსეთის ფედერაცია) ცხოვრება აიწყეს.

,,მინდა გითხრათ, რომ ყოველ ზაფხულს ჩემი სახლის მეპატრონე ჩამოდის ოჯახთან ერთად და ისვენებს თავის სახლში. ძალიან მადლიერია ჩემს მიმართ და უხარია, რომ მისი სახლი გადარჩა. გვაქვს ხოლმე საუბარი სახლის მოყიდვაზე, მაგრამ არ უნდა, რომ გაყიდოს სახლი.

იხ. ამავე თემაზე:

ქარელის ვიცე მერი: ,,აჭარლებიც გაგვექცნენ, სასულიერო პირებმა შეავიწროვეს“ (ვიდეო)

ომბუდსმენი აჭარელი მიგრანტების რელიგიური ნიშნით შესაძლო შევიწროვების ფაქტით დაინტერესდა

ქარელის მერი, მისი მოადგილის გაცხადებას სიცრუეს უწოდებს


,,ქართლის სტუდია" - აჭარლები ძამას ხეობაში



Print

სტატიის გამოყენების პირობები