20 შშმ ვეტერანი საზღვაო კურორტზე დაისვენებს და სარეაბილიტაციო კურსს გაივლის
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მებრძოლი 20 შშმ ვეტერანი საზღვაო კურორტზე დაისვენებს და სარეაბილიტაციო კურსს გაივლის.

ისინი ურეკში დღეს დილით გაემგზავრნენ. ვეტერანები მერმა, კონზტანტინე თავზარაშვილმა და მისმა მოადგილემ, ეკატერნინე სუხიშვილმა გააცილეს.

მათი დასვენება გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ,,სოციალური პროექტების თანადაფინანსების“ პროგრამიდან 8000 ლარით დააფინანსა.

როგორც qartli.ge-ს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, პროექტს წელს მერიის მხარდაჭერით მეორედ ახორციელებს ა(ა)იპ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრი“.

გასულ წელს ვეტერანები ქობულეთში იმყოფებოდნენ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები