როგორი შეიძლება გახდეს ამილახვრების სასახლე (Photo)
,,არსებობს პროექტი ამილახვრების რეზიდენციის და ციხე-სიმაგრის გადასარჩენად, რომლის განხორციელებაც საკამაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ეს რომ განხორციელდეს, ჩემ სოფლს ტურისტი არ მოაკლდება" - ეს პოსტი თავისი ფოტოსურათებით სოციალურ ქსელში ქვემო ჭალის მკვიდრმა გიორგი თავშავაძემ გამოაქვეყნა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ამილახვრების ციხე-კოშკი და თავადაზნაურთა ძველი სასახლე დგას.  მაკეტი, ძველი სასახლის რეაბილიტაციას ეხება, სადაც უძველესი მარნებიცაა შემონახული. რაც შეეხება ციხე-კოშკს და ეკლესიას, ის 2017 წელს, სახელმწიფოს დაუბრუნდა.

ქვემოთ ფოტოზე: მარცხნივ სასახლის ძველი შენობა, მარჯვნივ - ციხე-კოშკი და კარის ეკლესია



საჯარო რეესტრის მონაცემებით მიხედვით, ქვემო ჭალის საამილახვრო სასახლის ტერიტორია, რომლის ფართობი 10 500 კვ.მ-ია და შედის შენობა-ნაგებობებიც, 2006 წელს ნინო ერისთავმა დაირეგისტრირა. დარეგისტირების საფუძვლად მემკვიდრეობით მიღებული ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი სახელდება. ეს დოკუმენტი კასპის სასამართლომ 2001 წელს მიიღო.

ამავე სოფლის მკვიდრი, ისტორიკოსი ვაჟა ოთარაშვილი აცხადებს, რომ ქვემო ჭალის სასახლე ეკუთვნის არა ერისთავებს, არამედ ზუბალაშვილებს, რომლებიც საგარეჯოში ცხოვრობენ.

რაც შეეხება პროექტს, რომლის სამუშაო ვერსია ამავე სოფლის მკვიდრმა გამოაქვეყნა, შედგენილია ინვესტორებისთვის. გიორგი თავშავაძე აცხადებს, რომ მეპატრონეს არ გააჩნია სახსრები რეაბილიტაციისთვის. 



იხ. ასევე:

ამილახვრების სასახლე, საიდანაც ბატონიშვილს საცოლე მოსტაცეს

დაზიანებული ფრესკები ამილახვრების სასახლის ეკლესიაში (Photo)

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები