შიდა ქართლში 90 დღეში 125 ადამიანი დაშავდა, 10 - დაიღუპა
2019 წლის პირველ სამ თვეში შიდა ქართლში 398 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლებრივი დევნა 82-ფაქტზე დაიწყო.

იანვრიდან პარილამდე დაიღუპა 10 და დაშავდა 125 ადამიანი, ხოლო 316 შემთხვევის დროს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ეს მონაცემები 2018 წლის ანალოგიურ პერიოდს შეადარა.

გასული წლის პირველ სამ თვეში სულ 376 ავტოსაგზაო შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან სისხლის სამართლებრივი დევნა 93 ფაქტზე დაიწყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 15 ადამიანი გარდაიცვალა, 155 კი, დაშავდა, ხოლო 283 ოქმი დაიწერა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები