ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10-ლარიან ბანკნოტებს გაუშვებს
2019 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს.

განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.

ასევე, მოყვანილია ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან "გაზაფხული" მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები