გორში შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს (PHOTO/VIDEO)
დღეს, სტალინის გამზრიზე, საბჭოთა ბელადის სახლ-მუზეუმის სკვერის სიახლოვეს ახალგაზრდებმა გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. საპროტესტო აქციაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს.

ახალგაზრდულ აქციას ორგანიზება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაუწიეს. ვასილისა ჯაბახიძემ და ბექა ქორჩილავამ მეგაფონებით გორელებს 20 ივნისს, თბილისში განვითარებული მოვლენები შეახსენეს.



დედაქალაქში საპროტესტო აქცია 20 ივნისს საღამოს დაიწყო. შეკრებილები აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის დეპუტატების თბილისში ვიზიტს და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დაკავებას. დაახლოებით ღამის 23:00 საათზე აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალურიდანიშნელების რაზმმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რა დროსაც ათეულობით ადამიანი დაშავდა მათ შორის 7 გორელი, აქედან ერთ-ერთია ზაზა გორგაძე.



ღამე რუსთაველის გამზირზე სკამზე გავატარე. მეორე დღეს ისევ ცუდად გავხდი, იქვე მდგარ სასწრაფო დახმარების მანქანასთან მივედი და ექიმს ვუთხარი, რომ ცუდად ვიყავი. საავადმყოფოში გადამიყვანეს, რეზინის ტყვიები ამომიღეს და გამომიშვეს. ახლა მხოლოდ გადახვევებზე დავდივარ." - უთხრა ქარტლი.გე-ს ზაზა გორგაძემ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები