ქობულეთთან დაშავებული სამხედროებიდან 2 მათგანი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს
სამგზავრო მიკროავტობუსში, სადაც 20 ჯარისკაცი იმყოფებოდა, ავარია შეემთხვევა. ავარია ქობულეთთან მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა 12 ჯარისკაცი. ამათგან ორი სამხედრო პირი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.

სამხედრო პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სამხედროები ბათუმიდან სენაკის ბაზაზე მიდიოდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები