მე-3 დღე - უნარების გამოცდებზე გორში 49 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
გორის საგამოცდო ცენტრში მესამე დღეა ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.

რეგისტრირებულ 462 აბიტურიენტს შორის დილით არ გამოცხადდა 49 აბიტურიენტი.

გამოცდის პირველი ნაწილი ვერბალურ დავალებებს ეთნობა, ხოლო მეორე ნაწილი - მატემატიკას.

გამოცდების პირველ დღეს არ გამოცხადდა დილით 39, საღამოს კი, - 5; მეორე დღეს გამოუცხადებელ აბიტურიენტთა რიცხვმა - 2 შეადგინა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები