გორის თეატრი სეზონს პრემიერით დახურავს
გორის თეატრში პრემიერაა. 6 და 7 ივლისს წარდგენილი სპექტაკლის შემდეგ 174-ე სეზონი დაიხურება.

ილია ჭავჭავაძის ,,კაცია ადამიანი?!" გორის თეატრის დიდ სცენაზე დაიდგმება. რეჟისორი რევაზ შატაკიშვილია.

ქორეოგრაფი: დადუ ამირანაშვილი; მთავარ როლებში: გია მაყაშვილი და ნათია ტატულაშვილი.

მონაწილეობენ ლევან ოზგებაშვილი-საქართველოს დამსახურებული არტისტი; ქიშვარდ მანველიშვილი - კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი; ასევე, მარი არღუთაშვილი, ზვიად მაღალაშვილი, გიორგი ჩოჩნიძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, დალი ნათელაშვილი, მზიკო ტურაშვილი, ნათია ოთინაშვილი, თორნიკე ბასიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები