შსს-მ „ქართლის სტუდიაში“ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაცემა „ქართლის სტუდიაში“, ქარელის ვიცე მერის მიერ, გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ნუგზარ დაბრუნდაშვილის კომენტარს, იმის შესახებ, რომ სასულიერო პირები აჭარელ ეკომიგრანტებს რელიგიური და კიდევ სხვა ნიშნით ავიწროვებენ, რის გამოც, მოსახლეობა ხეობას ტოვებს.

როგორც qartli.ge-ს, ძალოვანი უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყეს, რაც გულისხმობს: ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

მუხლის დამრღვევი ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

იხ. ამავე თემაზე:

ქარელის ვიცე მერი: ,,აჭარლებიც გაგვექცნენ, სასულიერო პირებმა შეავიწროვეს“ (ვიდეო)

ომბუდსმენი აჭარელი მიგრანტების რელიგიური ნიშნით შესაძლო შევიწროვების ფაქტით დაინტერესდა

ქარელის მერი, მისი მოადგილის გაცხადებას სიცრუეს უწოდებს


,,ქართლის სტუდია" - აჭარლები ძამას ხეობაში


Print

სტატიის გამოყენების პირობები