მე - 4 დღე - ზოგადი უნარების გამოცდაზე გორში 3 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების მეოთხე დღეს გორის საგამოცდო ცენტრში 3 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

ამის შესახებ qartli.ge-ს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა, თინათინ გვერდწითელმა განუცხადა. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ.

პირველ სესიაზე 587 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, ხოლო მეორეზე 585.

ხვალ კი, აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენებში ჩააბარებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები