ბრაზილიის ელჩი გორელ ახალგაზრდებს შეხვდა
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სისერო მარტინეს გარსია მეუღლესთან, მარი ანხელეს იგლესიასთან ერთად, გორელ ახალგაზრდებს შეხვდა.

ელჩმა ბრაზილიის ისტორიის, პოლიტიკური მოწყობისა და ტრადიციების შესახებ ლექცია წაიკითხა და ახალგაზრდების კითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ბრაზილია-საქართველოს ურთიერთობებით დაინტერესდნენ და ერთობლივი ახალგაზრდული პროექტების განხორციელებაში ელჩს დახმარება სთხოვეს.

შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც Qartli.ge-ს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბრაზილიის ელჩი მეოთხე დიპლომატია იაპონიის საელჩოს ყოფილი ატაშის, თურქეთისა და საფრანგეთის ელჩების შემდეგ, ვისაც გორელი ახალგაზრდები პროექტ „ახალგაზრდა დიპლომატების“ ფარგლებში შეხვდნენ.

დიპლომატებთან შეხვედრების გარდა პროექტი ტრენინგებს, დისკუსიებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტებს და სხვა აქტივობებსაც ითვალისწინებს. პროექტს მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ თანადაფინანსებით ასოციაცია ,,ნაკვალევი" ახორციელებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები