გორის პოლიციელების საქმეს პროკურატურა შეისწავლის
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა,  qartli.ge-ს რედაქტორის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე, გამოძიების დასაწყებად გენერალურ პროკურატურას მიმართა. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა რედაქტორს, საბა წიწიკაშვილს წერილობით აცნობა.

ომბუდსმების აპარატმა საგამოძიებო უწყების მიერ ამ საქმესთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა.

საქმე ეხება 10 ივნისს ავტობენზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში სამართალდამცველებმა შეუშალეს ხელი. საბა წიწიკაშვილმა შს სამინისტროს მეორე დღესვე 11 ივნისს მიმართა და გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა, თუმცა ამ დრომდე საქმეს კვალიფიკაცია არ მინიჭებია.

qartli.ge-მ მოახდინა იდენტიფიცირება იმ პოლიციელების, რომლებიც ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალებას არ აძლევდნენ, ხოლო ტერიტორია ძალის გამოყენებით იძულებით დაატოვებინეს. ეს პოლიციელები არიან ალიკა ოხანაშვილი და რამაზ გრიგალაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები