წმ. ნინოს გზაზე მიმავალი მომლოცველები გორში შევიდნენ
წმინდა ნინოს გზაზე მიმავალი მომლოცველები უკვე გორში არიან. ისინი ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მივლენ. გორში ისინი ორი დღე გაჩერდებიან და მცხეთამდე გააგრძელებენ გზას.

ახალაქალაქის, კუმურდოს და კარის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ალექსანდრე გასროშვილიმა გვითხრა, რომ მომლოცველების ჯგუფი სამცხე ჯავახეთიდან ფეხით მოემართება. გარდა ქვეყნის სხვადასხვა ეპარქიის მრევლისა, მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ აფრიკიდან ჩამოსული მართლმადიდებლებიც.



"წმინდა ნინომ პირველი ღამე სადაც გაათია, ფოკიდან, ფარავნის ტბიდან დაიწყო ლოცვითი მსვლელობა. 31 მაისს მომლოცველებმა ღამე ტბასთან გაათენეს, წირვა აღევლინა და ლოცვითი მსვლელობა 1 ივნისს დაიწყო. მრევლმა სასულიერო პირებთან ერთად გამოიარა რამდენიმე კილომეტრი, მსვლელოობა 12 ივლისს მცხეთაში დასრულდება."- ამბობს დეკანოზი.

მორწმუნეები წელს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლიდან 1700 წლის, ხოლო ლოცვითი მსვლელობიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები