მანქანას საბურავები მოპარეს
თბილისში მანქანას საბურავები მოპარეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მფლობელი, გორელი გოგონა თ. ჯოჯიშვილი წერს.

მისი თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გაძარცვული მანქანა პატრონმა დღეს დილით ნახა.

,,მანქანა სახლის წინ დაახლოებით 1-ის ნახევარზე დავეყენეთ. დილით, 8 საათი იქნებოდა, მეზობელი გვეძახის - ეს რა უქნიათ მანქანისთვისო. სათვალთვალო კამერები აყენია ჩვენს სიახლოვეს. პოლიციას მაშინვე შევატყობინეთ" - გვითხრა მანქანის მფლობელმა.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები