ჩიტის სახლებზე საქართველოს რუკა - ოკუპირებული რეგიონებით
ჩიტის ბუდეებზე საქართველოს რუქა დაახატეს, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებია მონიშნული, ქვემოთ კი აწერია რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

ხელნაკეთი ბუდეები ხაშურის მკვიდრმა რამაზ გრიგალაშვილმა გააკეთა, რომელიც გასაყიდად მალე გამოვა. რამაზ გრიგალაშვილი და მისი მეუღლე 5 წელზეა მეტია ჰამაკებს ყიდის.

,,ჯერჯერობით, გასაყიდად არ გამომიტანია. გარკვეულ დეტალებს დავამატებ. მაგალითად, ხაზის მაგივრად იქნება მავთულხლართები." - აცხადებს რამაზ გრიგალაშვილი.

რამაზ გრიგალაშვილი ყიდის საქანელებსაც, შეზლონგებს, და სახლის და ეზოების დეკორაციებს.

,,ეს დეკორაცია, რა თქმა უნდა, მოვიფიქრე ოკუპაციის წინააღმდეგ. ძალიან მალე გამოვიტან უკვე გასაყიდად" - აცხადებს გრიგალაშვილი.

ჩიტის ბუდეების ფოტოები მან ფეისბუქგვერდზე გამოფინა. მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს მის მიერ შექმნილი სხვა დეკორაციებიც.

Print

სტატიის გამოყენების პირობები