მძღოლი, რომელიც სატვირთო მანქანას მართავდა, დააკავეს
სატვირთო ავტომანქანის მძღოლი პოლიციამ დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, მოქალაქემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, 173-ე მუხლის მიხედვით, გამოუწერეს.

აღნიშნული მუხლი 15-დღიან პატიმრობას, ან/და ჯარიმას 1000-დან 4 ათას ლარამდე ითვალისწინებს.

დღეს ქვიშით დატვირთული ავტომანქანა ავტობანზე, წეროვანთან, გადაბრუნდა. პოლიციამ მძღოლის დაჯარიმება გადაწყვიტა, თუმცა მძღოლი პოლიციის თანამშრომლებს არ ეთანხმებოდა და აღნიშნავდა, რომ საავარიო სიტუაცია მას შეუქმნია.

საქმეს მცხეთის სასამართლო განიხილავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები