ლეო ოზგებაშვილი იუბილარია - 60 წელი სცენაზე
დღეს, სახალხო არტისტი ლეო ოზგებაშვილი იუბილარია.  ის 80 წლის გახდა. 

იუბილარს დაბადების დღე, გორის თეატრის სცენაზე, პრემიერის დამთავრების შემდეგ, სამხატვრო ხელმძღვანელმა მიულოცა, რასაც დარბაზში ოვაციები მოყვა. ლეო ოზგებაშვილი გორის საპატიო მოქალაქეა.

ის 80-წლის წინ დაიბარა ,,საპოჟნიკის" ოჯახში. თეატრის სცენაზე 60 წელია თამაშობს.

,,მინდა ყველას გისურვოთ 200 წლის სიცოცხლე. ჩემ ქვეყანას უჭირს და, მაპატიეთ, მეტის მოცემა არ შემიძლია. მადლობა მაყურებელს, რომელიც60 წლის მანძილზე ტაშს მიკრავს. მადლობა თეატრის ყველა ხელმძღვანელს, ასევე, ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველთვის პატივს მცემენ" - განაცხადა ლეო ოზგებაშვილმა დღეს საღამოს.


დღეს გორის თეატრში პრემიერა იყო. სპექტაკლი ,,კაცია ადამიანი" რეჟისორმა რევაზ შატაკიშვილმა დადგმა. მასში მსახიობი ლეო ოზგებაშვილიც მონაწილეობდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები