ახალი ამბები
,,კაცია-ადამიანი?!" - პრემიერა გორის თეატრში (VIDEO)
გორის თეატრში პრემიერაა. რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა წარადგინა სპექტაკლი ,,კაცია-ადამიანი?!". ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლით თეატრი 174-ე სეზონს ასრულებს.

,,თუ არ გყავს თეატრში ლუარსაბი და დარეჯანი, ბუნებრივია, სპექტაკლს ვერ დადგამ" - გვითხრა რეჟისორმა რეზო შატაკიშვილმა. გორის თეატრში ეს, უკვე, მისი მესამე დადგმაა. ამბობს, რომ მსახიობებმა როლები შესანიშანავად მოირგეს:

,,თათქარიძეობის სენი დღესაც ჭირს ქართველებს. მე ვფიქრობ, მსოფლიო ლიტერატურაში ლუარსაბ თათქარიძეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. დღეს ძალიან ბევრი ასეთი თათქარიძეები ვართ. ბევრ ადამიანშია ეს პიროვნება, რომელიც არ არის ბოროტი, თუმცა უარყოფითი პერსონაჟია. იცხოვრო ისე, რომ არავის არაფერი დაუშავო, თუმცა, არაფერი გააკეთო - ეს არის დიდი სენი" - ამბობს რეჟისორი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები