გორის თეატრის მსახიობი მარი არღუთაშვილი სუტკნეინა ხორეშანის როლში
გორის თეატრში პრემიერაა. სამი დღის განმავლობაში მაყურებელს რეჟისორ რეზო შატაკიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის ,,კაცია-ადამიანი?!"-ს ნახვა შეუძლია.

ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს მარი არღუთაშვილი ასრულებს. სუტ-კნეინა ხორეშანის როლი რეზო შატაკიშვილმა, სწორედ, მარი არღუთაშვილს ანდო.

,,სუტკნეინამ მისცა იმპულსი, რომ შემდეგ შექმნილიყო ხანუმა. მერე დაწერილიყო ოპერა, გადაღებულიყო ფილმები და ა.შ. სუტკნეინა იყო ძირი, საიდანაც დაიწყო ქართველი მაჭანკლის სახის წარმოჩენა" - ამბობს რეჟისორი რეზო შატაკიშვილი.

მარი არღუთაშვილი, 2002 წლიდან, გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრის მსახიობია. დაიბადა 1987 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, მარი არღუთაშვილს შესრულებული აქვს უკვე 18 როლი. სუტ-კნეინა ხორეშანი კი, მისთვის მე-19 როლია გორის თეატრში.

გარდა გორის თეატრისა, თეატრალურ უნივერსიტეტის 4 სპექტაკლში, ხოლო ,,რუსთაველი 19"-ის თეატრში 5 როლი აქვს შესრულებული.

ეს არის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც 2018 წელს, თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ვი­დე­ო­თი - "რო­გორ ხართ?" ზუს­ტად 5 წუთ­ში გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი... ეს იყო ვი­დეო, რო­მე­ლიც ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და მთე­ლი ინ­ტერ­ნე­ტი მო­იც­ვა. შემ­დეგ კი ყვე­ლამ აი­ტა­ცა მისი ფრა­ზა - "რო­გორ ხა­ართ?"

Print

სტატიის გამოყენების პირობები