როგორ დაკარგა გორელმა გოგონამ ტელეფონი ,,ფეისბუქ სტატუსის" შემდეგ
მამაკაცს, რომელსაც ბრალი დაედო კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და თაღლითობაში, 4 წელი მიუსაჯეს. საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის ივნისში მიიღო და ძალაში გორის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა.

საქმე ეხება სოციალურ ქსელში, გოგონას მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, რომლითაც ტელეფონის მფლობელი დახმარებას ითხოვდა.

გამოძიების ცნობით, 2018 წლის 12 მარტს გოგონამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე განათავსა საჯარო განცხადება, რომ სჭირდებოდა ტექნიკური დახმარება. კერძოდ, ძველი "IPhone 6-ის" მონაცემთა ბაზის, ე.წ. "iCloud-ის" გადასატანად ახალ "IPhone 7-ის" აპარატში.

კომპიუტერის სპეციალისტმა, რომელიც დარეგისტრირებული იყო ხსენებულ სოციალურ ქსელში, გოგონას მისწერა, რომ დაეხმარებოდა:

,,მამაკაცი სოციალურ ქსელ "ფ-ის" მეშვეობით იმავე დღეს შეეხმიანა ტელეფონის მფლობელს და აღუთქვა დახმარება. გაუგზავნა "ფიშერული" პროგრამის ლინკი, რომელსაც იყენებდა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით. აღნიშნულით  მოიპოვა ავტორიზაცია, შეცვალა, რის შემდეგაც გოგონამ დაკარგა წვდომა კუთვნილ მობილურ ტელეფონზე. ამის შემდეგ კომპიუტერული სისტემის სპეციალისტმა გოგონას უთხრა, რომ ამჯერად დაეხმარებოდა დაბლოკილი ტელეფონისათვის ბლოკის მოხსნაში, რაც მან დაიჯერა."- აღნიშნა პროკურორმა.

მეორე დღეს, დაახლოებით 21:30 საათზე, თბილისში, ტექნიკის მაღაზიასთან, გოგონა შეხვდა მას, რომელმაც გამოართვა  1000 ლარად ღირებული  "IPhone 7-ის" მოდელის მობილური ტელეფონი თავისივე ყუთითა და საგარანტიო ფურცლით. ამის შემდეგ მამაკაცმა ტელეფონი 950 ლარად ჩააბარა ლომბარდში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები