გორში, უცხო ენების გამოცდაზე 43 აბიტურიენტი არ მივიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენებში აბარებენ. საგამოცდო პორცესი დილის 9 საათზე დაიწყო.

როგორც გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა, თინათინ გვერდწითელმა qartli.ge-ს უთხრა, პირველ სესიაზე 588 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, მათგან 43 არ გამოცხადებულა.

რაც შეეხება მეორე სესიას, მეორე სესიაზე 564 აპლიკანტია რეგისტრირებული.

„პირველ სესესიაზე ორ ენაში აბარებენ გამოცდას, ინგლისურსა და რუსულში. რაც შეეხება მეორე სესიას, აპლიკანტებს სამ უცხო ენაში აქვთ გამოცდა. ესენია: ინგლისური, გერმანული და ფრანგული.“-აცხადებს გვერდწითელი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები