ხაშურის მაჟორიტარი: ,,პირველად ვნანობ, გინება რომ არ მეხერხება...“
,,პირველად ვნანობ, გინება რომ არ მეხერხება...“-ასე გამოეხმაურა ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე რუსთავი 2-ს წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგს, რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით. პარლამენტარმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

,,რა გინდათ თქვე... მეორედ შემოგყავთ საქართველოში? საბოლოოდ გინდათ დაანგრევინოთ სახელმწიფოებრიობა? და გგონიათ, რომ ქვეყნის ნანგრევებზე ძალაუფლებას ჩაიგდებთ ხელში? ასეც რომ მოხდეს რა ჯანდაბად გინდათ?
ახლა ნახეთ, პროვოკაციის დამგეგმავების "აღშფოთებები", "გაკიცხვები", თავის მოკატუნება... ხალხის გეშინოდეთ, ხალხის!! ჰაი, დედასა...“-წერს სიმონ ნოზაძე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანიმა გიორგი გაბუნიამ გუშინ, 7 ივლისს გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ არაეთიკური განცხადებები გააკეთა, რასაც საზოგადოების ნაწილის მწავავე შეფასებები მოჰყვა. საართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მსგავსი განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს", არამედ ქართულ ეთიკურ მედიას.



Print

სტატიის გამოყენების პირობები