ატენის სიონთან სტიქიური ნაგავსაყრელია
ატენში სტიქიური ნაგავსაყრელია. ფაქტის ამსახველი ფოტო qartli.ge-ს კორესპონდეტმა ე.წ. ფუხაანთ უბანში, სიონის ტაძართან სიახლოვეს გადაიღო. როგორც გორის კეთილმოწყობის სააგენტოს უფროსი, ბაჩანა გვიანიშვილი აცხადებს, მას არ აქვს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ და მერის წარმომადგენელთან გადაამოწმებს.

,,ეგ ნაგავსაყრელები ხომ იცით როგორც არის, იქმნება, ან ემატება. ჩვენ შეიძლება ლიკვიდაცია გაუკეთოთ და იმავე ადგილას, ერთ თვეში ისევ იყოს, ხალხის მოძრაობიდან გამომდინარეა. ხშირ შემთხვევაში, არის ისეთ ადგილებში, სადაც ტექნიკით ვერ ავუდივართ, ჩვენ არ გვყავს დიდი ექსკავატორები. ეხლა ზუსტად არ ვიცი, ატენში თუ რამე სჭირდებათ, წერილი არ შემოგვსვლია. იყო ლაპარაკი საერთო სურათზე, ესე კონკრეტულად არ ვიცი, დავაზუსტებ.“-გვითხრა ბაჩანა გვიანიშვილმა.

Qartli.ge გორის მერის წარმომადგენელს, ნუგზარ მძინარიშვილსაც ესაუბრა. ამბობს, რომ აღნიშნულ უბანში ნაგვის ურნები არ დგას, კეთილოწყობის სააგენტოს დიდი ზომის მანქანები კი, დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდის, რადგან, გზაც დაზიანებულია. მერის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ საკითხის გადაჭრა დღეს, მერიაში გამართულ თათბირზე მოითხოვა. მისი თქმით, მერი 25 ურნას დაპირდა.

„მერთან გვქონდა თათბირი და დავაყენე ეგ საკითხი. დიდი მანქანა ვერ ადის იქმადე, ნაგავი რომ გამოიტანოს. ურნები მინდა, რომ დავდგათ, 25 ურნა მოვითხოვე. გზაც მოსახრეშია, მანქანა ვერ ადის. პატარა მანქანას გამოვგზავნით იქამდეო. ტენდერია გამოცხადებული ურბნებზე, გზას კი, სოფლის პროგრამით მოვხრეშავთ და პრობლემაც გადაიჭრება. ატენში სადაც ურნები არ გვიდგია, იქ არის სტიქიური ნაგავსაყრელები.“-აცხადებს მერის წარმომადგენელი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები