გორში, კომბინატის დასახლებაში ნაძვები მოჭრეს
გორში, კომბინატის დასახლებაში 5 ნაძვი მოჭრეს. ფაქტი მშვიდობის გამზირზე მოხდა. ფოტოები qartli.ge-ს ჟურნალისტმა გადაიღო.

როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, ნაძვები მოჭრას ექვემდებარებოდა და ამის შესახებ დასკვნა, შესაბამისმა კომისიამ დადო.

ნათია მდინარიძის ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილზე მერია სკვერის მოწყობას გეგმავს, რომელსაც თავისი გამწვანების ზოლი ექნება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები