გორში, ინგლისური ენის ათობით სპეციალისტი დასაქმებას ელოდება
„ყველაზე ნაკლები სისტემიდან ინგლისურის პედაგოგი მიდის,“- ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის საგანმანათლებოლო რესურსცენტრის დირექტორა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ინგლისურის სპეციალისტების რაოდენობა იმ სიაში ყველაზე ნაკლებია, რომლებმაც მიდმინარე წელს სკოლიდან წასვლის სურვილი გამოთქვეს.

,,გორის და გორის რაიონის შემთხვევაში, ყველაზე ნაკლები სისტემიდან მიდის ინგლისურის პედაგოგი. შესაბამისად, ნაკლები ადგილი თავისუფლდება ინგლისურის პედაგოგებისთვის. ეს იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ჩვენ სკოლებში ყველაზე ახალგაზრდა კადრი არის სწორედ ინგლისურის სერთიფიცირებული პედაგოგებით დაკომპლექტებული.“-ამბობს ტერმაკოზაშვილი.

რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების თითქმის აფსოლიტურ უმრავლესობაში ინგლისურს სწავლობენ. გამონაკლისი მხოლოდ ფხვენისი, ოთრაშენი და ზეღულეთია.

ტერმაკოზაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, სწორედ ზეღდულეთის სკოლას დაჭირდება გერმანულის ახალი პედაგოგი, რადგან, მოქმედმა პრაქტიკოსმა სპეციალისტმა განათლების სამინისტროს შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.

გორის მუნიციპალიტეტში სულ 72 სკოლაა, აქედან 5 კერძოა. ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში დაახლოებით 2000 პედაგოგია დასაქმებული, აქედან სისტემას 200-მდე პედაგოგი ტოვებს.

ცნობისთვის, საპენსიო ასაკის მხოლოდ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო გარკვეულ პრივილეგიებს სთავაზობს. საუბარია 2 წლის ხელფასის ოდენობაზე, რომელსაც პედაგოგი ერთიანად მიიღებს და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის შენარჩუნებაზე. პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ჯილდოს შეთავაზება მხოლოდ 2019 წელს ეხება.


 



Print

სტატიის გამოყენების პირობები