გორში აბიტურიენტი რომელმაც სავარაუდოდ „შპარგალკა” გამოყენა გამოცდიდან მოხსნეს

გორში, ინგლისურის გამოცდიდან ერთი აპლიკანტი მოხსნეს. მიზეზად "შპარგალკის" გამოყენება სახელდება. ამის შესახებ ინფორმაცია qartli.ge-ს საგამოცდო ცენტრში დაუდასტურეს.


,,ამ წუთებში მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და კომეტარის გაკეთების საშუალება მოგვიანებით მექნება.“-გვითხრა ცენტრის დირექტორმა თინათინ გვერდწითელმა.


ეროვნული გამოცდები უცხო ენებში დღეს სრულდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები