გორში საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ
გორის დემოკრატიის სკოლაში, ამ წუთებში საჯარო დისკუსია მიმდინარეობს. შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ თუ რა ნაკლოვანებები და უპირატესობები აქვს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელს და რას ნიშნავს საარჩევნო ბარიერის გაუქმება საპარლამენტო არჩევნებისათვის.

დისკუსიაში პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და თემით დაინტერესებულ პირები არიან ჩართული.

ცნობსითვის, 20 დღის წინ, თბილისში დაწყებულ საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი მთავარ მოთხოვნას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით, საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია “ქართულმა ოცნება” დათანხმდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ გაუქმდეს არსებული შერეული მაჟორიტარული-პროპორციული სისტემა და უახლოესი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს, თუმცა, აქვს დათქმა - უნდა გაუქმდეს საარჩევნო ბარიერი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები