გორისციხის ძირში გამავალ არხიდან წყალი ეზოებში გადავიდა
გორში გურამიშვილის ქუჩაზე მოსახლეობამ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა.

ამის მიზეზი არხში წყლის დონის მომატება გახდა. ჭარბი წყალი საცხოვრებელი სახლის ეზოებში შევიდა.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ცდილობენ წყალს მიმართულება შეიცვალონ, თუმცა ფიქრობენ რომ საჭიროა წყლის დონის დაწევა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, ეზოებიდან საცხოვრებელ ოთახებში წყლის შევარდნის საშიშროება არ არსებობს
Print

სტატიის გამოყენების პირობები