ქსუისიდან დევნილმა სტატუსი ომიდან 11 წლის შემდეგ მიიღო
სოფელი ქსუისი

2-წლიანი ბრძოლის შემდეგ, ცხინვალის რაიონის სოფელ ქსუისიდან დევნილმა მოქალაქემ სტატუსი მოიპოვა. ამის შესახებ ქარტლი.გე-ს დევნილთა სამინისტროში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, მოქალაქე უ.ო-მ, დევნილობის პირველი დახმარება, 2019 წლის მაისში აიღო. ქსუისიდან დევნილს, დახმარების მისაღებად, 2 წელი დავა დასჭირდა.

,,აღნიშნულ მოქალაქეს სტატუსი მიენიჭა და პირველი დახმარება მაისში უკვე აიღო" - აცხადებს პრეს-სამსახური.

საქმე იმაშია, რომ მოქალაქემ დევნილთა სამინისტროს, სტატუსის მიღების მოთხოვნით, წერილობით მიმართა. დევნილობის სტატუსის მიღებაზე უარი 2017 წლის 8 მაისს უთხრეს. 8 მაისის გადაწყვეტილება მოქალაქემ სასამართლოში გაასაჩივრა.

გორის რაიონულმა სასამართლომ მინისტრის ბრძანება გააუქმა, თუმცა, დევნილთა სამინისტრომ საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

სასამართლო პროცესზე ერედვის მუნიციპელიტეტის მიერ 2012 წელს გაცემული ცნობა წარადგინეს, რომლის მიხედვით, მოქალაქე ქსუისში ცხოვრობდა 2008 წლის ომამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები