ავარია ავტობანზე - დაშავდა ერთი ადამიანი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან მიკროავტობუსი და ,,ბემვეს" მარკის ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ მსუბუქი მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მსუბუქად დაშავდა მგზავრი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმა.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 250 ლარის ოდენობით ჯარიმას.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები