,,სტალინი" გორში 1-ლარიდან
გორში, სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სტალინის სახელზე გაკეთებული სუვენირები იყიდება. საბჭოთა დიქტატორის სახელით ამოტვიფრული ნაკეთობების ფასი 1 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს.

სუვენირების მფლობელებს საუბარი არ სურთ. ისინი აცხადებენ, რომ ტურისტებისთვის ასეთი სიმბოლიკის გაყიდვა ცუდი არ არის. 

დახლებზე წარმოდგენილია ასევე საბჭოთა მედლების ანალოგები, სადაც, ასევე, საბჭოთა კავშირის გერბი და დროშებია ამოტვიფრული. 









Print

სტატიის გამოყენების პირობები