არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო
არბოში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სახლმუზეუმის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 257 030 ლარი გამოიყო.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია "ივერთმშენი სამუშაოებს 2019 წლის ნოემბერში დაასრულებს.

პროექტის მიხედვით შეიცვლება დაზიანებული თუნუქის სახურავი, მზიდი კოჭები, იატაკის ფიცრები. ხის ელემენტები დაიფარება ხანძრის საწინააღმდეგო ანტისეპტიკური სითხით. გაძლიერდება შენობის მთელ პერიმეტრზე რკინა-ბეტონის პერანგი. მოეწყობა ბეტონის ახალი სარტყელი სახურავის დონეზე, ახალი საძირკველი შენობის გარკვეულ მონაკვეთებზე და სველი წერტილი ობიექტის ეზოში.

მერიის ცნობით, მუზეუმის კედლებზე განვითარებულია ბზარების, დაზიანებულია ხის ელემენტებისა და წყლის გადამყვანი მოწყობილობების გამო ატმოსფერული ნალექი აღწევდა ინტერიერში.

შენობის აშენების თარიღი უცნობია, სავარაუდოდ აგებულია მე-19 საუკუნის 40 – 50 -იან წლებში.

მუზეუმის ერთი ოთახი დატვირთული იყო მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალითა და მემორიალური ნივთებით, ხოლო მეორე ოთახი კი დაკავებული ჰქონდა სოფლის ბიბლიოთეკას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები