გორში, ლომჭაბუკის ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გარევაჭრობა განახლდა.
უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა დღეს დილიდან მიმდინარეობს.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზარში მომხმარებელი ნაკლებად შედის და
აღნიშნული ლოკაცია ამიტომ შეარჩიეს.
გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში qartli.ge-ს
უთხრეს, რომ ზედამხედველობის სამსახური შესაბამის ზომებს მიიღებს.
სკვერის რეაბილიტაცია პროექტ "ადგილობრივი ეკონომიკური
შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის" ფარგლებში
განხორციელდა.
სამუშაოები იმ გრანტით შესრულდა, რომელიც 2017 წლის ბოლოს
ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტს მისცა. საუბარია 1 800 000
ლარზე.
სტატიის გამოყენების პირობები