თინათინ გვერდწითელი: ,,გორში პროფესიული უნარების გამოცდაზე 60 პედაგოგი არ გამოცხადდა“
მასწავლებლების გამოცდები 10 ივლის დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები გამოცდას დღესაც პროფესიულ უნარებში აბარებენ.

გორის საგამოცდო ცენტრის დირექტორის, თინათინ გვერდწითელის ინფორმაციით, რეგისტრირებული 396 აპლიკანტიდან მხოლოდ 336 გამოცხადდა.

მისივე თქმით, გუშინდელისაგან განსხხვავებით, დღეს არ ყოფილა დაგვიანების შემთხვევა.

პედაგოგებს გამოცდის ჩასაბარებლად 5 საათი აქვთ. საგამოცდო პროცესი ერთ სესიად მიმდინარეობს.

მასწავლებლების გამოცდები 10 ივლის დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.





Print

სტატიის გამოყენების პირობები