ასე გამოიყურება გორში ორი კვირის წინ დახაზული „ზებრები“
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ორი კვირის წინ დახაზული ზებრა-გადასასვლელები გაუფერულდა.

სამუშაოები მუნიციპალური ფონდის განვითარების დაკვეთით, კომპანია „ელიტ ტექნოლოჯმა“ 26 ივნისის ღამე განახორციელა.


როგორც qartli.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხხრეს, ფაქტის შესახებ საქმის კურსში არიან და კომპანია „ელიტ ტექნოლოჯი“ ვალდებულებას იღებს სამუშაოები ხელახლა, უსასყიდლოდ განახორციელოს.

ცნობისთვის, ზებრა გადასასვლელების დახაზვიდან დაახლოებით ნახევარ საათში გორში ძლიერი წვიმა იყო, რამაც სავარაუდოდ მათ გაუფერებას შეუწყო ხელი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები