,,21-ე საუკუნე“ მოვაჭრეებს ბაზარში 2 ლარად ეპატიჟება
სკვერში, რომელიც გორის მთავრობამ ევროკავშირის გრანტით მოაწყო, გარევაჭრობა გრძელდება.

მოვაჭრეები ამ ადგილას დღეს ისევ გამოჩნდნენ და უნებართვო სამეწარმოე საქმიანობას ეწევიან.

Qartli.ge სავაჭრო ცენტრ „21 საუკუნე“-ს დირექტორს, ნუგზარ აწკარუნაშვილს ესაუბრა, რომელიც მოვაჭრეებს მოუწოდებს შეწყვიტონ გარევაჭრობა და გადაინაცვლონ ბაზრის ტერიტორიაზე.

„უამრავჯერ შევთავაზე მოვაჭრეებს გადმოვიდნენ ბაზარში და იმუშაონ ნორმალურად. წერილები მაქვს გაგზავნილი ქალქის ხელისუფლებასთან, პოლიციასთან, მაგრამ პატრონი არავინ არ გამოჩნდა. აქ თუ ძალოვანი სტრუქტურები არ ჩაერთო, არაფერი არ გამოვა, მორიგეობა უნდა დააწესოს პოლიციამ. “-აცხადებს აწკარუნაშვილი.

Qartli.ge-ს გორის მერიაში უთხრეს, რომ უწყების ზედამხედველობის სამსახური მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს პრობლემის გადასაჭრელად. კერძოდ, როგორც მერიაში ამბობენ, მოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება არაერთხელ მოუწოდეს და ისინი, წერილობითაც გააფრთხილეს.

გარემოვაჭრეების თქმით, „ლომჭაბუკის“ სკვერში განთავსება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ბაზარში ნაკლები მომხმარებელი დადის. აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს ბაზრის ადმინისტრაცია და მათ თანამშრომლობას სთავაზობს.

ნუზგარ აწარუნაშვილის ინფორმაციით, ერთ მოვაჭრეს დღეში 1 დან 2 ლარის გადახდა მოუწევს.

ცნობისთის, გორში, ე.წ. ლომჭაბუკის სკვერში გარემოვაჭრეები გუშინ გამოჩნდნენ.

სკვერი ცოტა ხნის წინ, იმ გრანტის ფარგლებში რეაბილიტირდა, რომელიც 2017 წლის ბოლოს ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტს მისცა. საუბარია 1 800 000 ლარზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები