ციცაგიანთკართან მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიანთკართან მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მგზავრმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

შს სამინისტროს ცნობით, მძღოლი 1000 ლარით დააჯარიმეს და ოქმი 10 ივლისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილით შეუდგინეს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს იმ გარემოებას, რომ მძღოლს მართვის მოწმობა არ ჰქონდა და არის არასრულწლოვანი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები