სოფელ უფლისციხეში ამერიკელი სტუმრები ახალგაზრდებს შეხვდნენ
11 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ახალგაზრდებს ჯორჯიის შტატიდან ესტუმრნენ. 15-წლამდე მოზარდებს აშშ-ს მოქალაქეებმა საჩუქრები ჩაუტანეს.

ამერიკელი და უფლისციხელი თანატოლები ერთმანეთს მინი სტადიონის ტერიტორიაზე შეხვდნენ. ითამაშეს მხიარული სტარტები.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, საჩუქრები გათვალისწინებული იყო, ძირითადად, 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ამერიკელი სტუმრები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსაც შეხვდნენ:

,,გვითხრეს, რომ ვიდრე ჩვენთან ჩამოვიდოდნენ, იმყოფებოდნენ სოფელ ახალხიზაშიც (ამჟამად ბეთლები). ძალიან სასიამოვნო და მხიარული გარემო იყო. ეს დიდი საჩუქარი იყო ჩვენი ბავშვებისთვის" - გვითხრეს უფლისციხელებმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები