28 დეპუტატი 1-ის წინააღმდეგ - გორში უსახელო ქუჩას ნანიკო ბერიაშვილის სახელი მიენიჭება

გორში, წმინდაწყალზე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ნანიკო ბერიაშვილის სახელი მიენიჭება. 9-წლის ნანიკო ბერიაშვილი გასულ წელს მოკლეს.

გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

32 წევრიდან საკითხს თანხმობა 28 დეპუტატმა მისცა, საკრებულოს სამმა წევრმა საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო, ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი წინააღმდეგი წავიდა.

აღნიშნული ქუჩა მდებარეობს კაჩინსკებსა და გალუსტაშვილის ქუჩებს შორის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები