მძლეოსანი გიორგი მუჯარიძე შვედეთში მიმდინარე ჩემპიონატის ფინალშია
23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ტარდება მძლეოსნობაში შვედეთის ქალაქ გავლეში.  საქართველოდან აღნიშნულ ჩემპიონატში 4 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

ბირთვის კვრაში დღევანდელ ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას გორელი სპორტსმენი გიორგი მუჯარიძე მიიღებს.

შეჯიბრი საქართველოს დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის გუშინ, 11 ივლისს დაიწყო და 14 ივლისს დასრულდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები