გორში გამოცდაზე 49 პედაგოგი არ მივიდა
პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები დღეს საგნობრივ გამოცდებს აბარებენ.

როგორც გორის საგამოცდო ცენტრის დირექტორი თინათინ გვერდწითელი აცხადებს, რეგისტრირებული 391 აპლიკანტიდან გამოცდაზე მხოლოდ 342 მივიდა.

პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები დღეს საგნობრივ გამოცდებს აბარებენ.

როგორც გორის საგამოცდოს ცენტრის დირექტორი თინათინ გვერდწითელი აცხადებს, რეგისტრირებული 391 აპლიკანტიდან გამოცდაზე მხოლოდ 342 გამოცხადდა.

„დაგვიანების ფაქტი არ ყოფილა, ყველა პროცედურა დროულად დაიწყო. გამოცდაზე არ გამოცხადდა 49 აპლიკანტი. პედაგოგებს მუშაობისთვის სულ 5 საათი აქვთ.“-გვითხრა გვერდწითელმა.

2019 წლის ზაფხულის მასწავლებელთა გამოცდები 10 ივლისს, პროფესიული უნარების გამოცდით დაიყო და 21 ივლისს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოცდით დასრულდება.

იხილეთ გამოცდების განრიგი:

10 ივლისი:
პროფესიული უნარები.

11 ივლისი:
პროფესიული უნარები.

12 ივლისი:
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
ბუნებისმეტყველება (I-VI);
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);
მათემატიკა (I-VI).

17 ივლისი:
მუსიკა;
ისტორია;
გეოგრაფია;
სამოქალაქო განათლება;
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII).

18 ივლისი:
ფიზიკა;
მათემატიკა (VII-XII);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ქიმია;
სპორტი.

19 ივლისი:
ბიოლოგია;
ინგლისური ენა – წერითი ნაწილი;
რუსული ენა – წერითი ნაწილი;
გერმანული ენა – წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა – წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა – წერითი ნაწილი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი.


20 ივლისი:
ინგლისური ენა – პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა – პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა – პრაქტიკული ნაწილი.

21 ივლისი:
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები