საოკუპაციო ხაზთან საზაფხულო ბანაკი იხსნება
ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში საზაფხულო ბანაკი იხსნება. ბანაკი გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს მიიღებს.

ბანაკის გახსნის ინიციატორი და ორგანიზატორი აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელი, ლია ჩლაჩიძეა.

მისი თქმით, ბანაკი ,,დემოკრატიის გაკვეთილები" მუზეუმის შენობაში 22 ივლისს გაიხსნება და 10 დღის განმავლობაში იმუშავებს.

,,ბანაკში ველოდებით საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს. 20-25 უფროსკლასელს შევარჩევთ, სამოქალაქო განათლებას ვინც სწავლობს.  ინტენსიურ ლექცია-სემინარებს გაივლიან ახალგაზრდები. თემები მრავალფეროვანია: უსაფრთხოება, საინფორმაციო ომი, ადამიანის უფლებები, გენდერი, ასოცირების ხელშეკრულება და სხვა.  უამრავი ცნობილი ტრენერი გვეყოლება.“-უთხრა qartli.ge-ს ლია ჩლაჩიძემ.

მისივე თქმით, ბანაკში მოწვეული ჰყავთ რაჭიდან გოგონა, რომელიც 4 სოფლის სკოლის ერთადერთი მოსწავლეა.

ბანაკს ,,იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობა“ აფინანსებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები