ხაშურში დევნილთათვის გათვალისწინებულ კორპუსში სამუშაოები 3 წელია შეჩერებულია (Photo)
ხაშურში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსის რეაბილიტაცია შეჩერებულია. შენობა დევნილებისთვის იყო განკუთვნილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ კორპუსში 110 ოჯახი უნდა შესახლებულიყო.

საავადმყოფოს ყოფილი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის ბოლოს დაიწყო და 10 თვეში უნდა დასრულებულიყო:

"ექსპერტიზის დასკვნის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული, ხოლო შენობის რეაბიულიტაცია ხელახლა ვერ მოხდებოდა, რადგან არარენტაბელური იყო. აქედან გამომდინარე, უკვე გახარჯული თანხის ამოღების მოთხოვნით სამინისტრომ სამართლებრივი დავა დაიწყო. მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. რაც შეეხება შენობას, ის ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს დაუბრუნდა და დღემდე უწყების ბალანსზე ირიცხება" - გვითხრეს დევნილთა, შრომის და ჯანდაცვის სამინისტროდან.

ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, რაიმე ფორმით შენობის გაყიდვა არ იგეგმება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები