დევნილები და პარლამენტარები ამხანაგურ მატჩს გამართავენ
ხვალ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს პარლამენტარებისგან და დევნილებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან.

ამის შესახებ qartli.ge-ს გორის მერიიდან აცნობეს.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, დევნილებისგან დაკომპლექტებულ გუნდს სამაჩაბლო ჰქვია, პარლამენტარების გუდის სახელი კი, ჯერ ცნობილი არ არის.

ფეხბურთის ამხანაგური მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები