კასპში სააკაძის ძეგლს ასუფთავებენ
კასპში გიორგი სააკაძის ძეგლს ასუფთავებენ. სამუშაოებს კომპანია ,,ეკო ქლინინგი" აწარმოებს, რომლის დირექტორი, გუგა ნადირაშვილი აცხადებს, რომ თანამედროვე მეთოდით წმენდის კუთხით, საქართველოში დიდი მოურავის ძეგლი პირველია.

,,ჩვენ ვიყენებთ იმ მეთოდს, რომლითაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, ეიფელის კოშკს და სხვა ღირსშესანიშნავ ძეგლებს ასუფთავებენ ევროპაში. ვულოცავ კასპს, რომ სწორედ ამ მეთოდის გამოყენება არჩია, რადგან დიდი მოურავი არა მარტო კასპის, არამედ საქართველოს საკუთრებაა" - აცხადებს გუგა ნადირაშვილი.

მისი განმარტებით, ძეგლი ,,სოდა ბლასტინგის" და ,,იბიქსის" მეთოდით იწმინდება.

,,ფაქტობრივად, მთელ სიბინძურეს ვაცლით. მაგალითად, ზურგზე, მხოლოდ, ცემენტრის რაოდენობა სანტიმეტრნახევარზე იყო. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება ფერს, ძეგლი იღებს თავის ფერს. ბრინჯაოა და დაახლოებით, ერთ თვეში, ის ბუნებრივად დაჟანგდება. არსებობს, სწრაფად, დაჟანგების მეთოდიც, თუმცა, ბუნებრივი მეთოდი მისაღებია" - განმარტავს სპეციალისტი.

,,სამუშაოები დღეს დაიწყო და მალე დაამთავრებენ. ორშაბათს უკვე იმ სახით იქნება, რომელიც სკვერს და ქალაქს უფრო მეტად დაამშვენებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, გაწმენდის შემდეგ ზედა ფენას კიდევ დაამუშავებენ. სულ მთლად ბრინჯაოს ფერში არ იქნება" - აცხადებენ კასპის მერიაში.

ფოტო სოციალურ ქსელში ვალერი ზანგურმა გამოაქვეყნა.

კასპში გიორგი სააკაძის ძეგლი დაიდგა 1971 წელს, მოქანდაკე მ.ერაბ ბერძენიშვილი, არქიტ. გ.ჯაფარიძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები