გორში კვერნაკის დასახლებას დენი არ მიეწოდება
გორში, კვერნაკის დასახლებაში, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია. ამის მიზეზად ფიდერის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება.

ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ ფიდერი უამინდობის შედეგად დაზიანდა:

,,ტექნიკური ჯგუფი მუშაობს დაზიანებული ფიდერის აღსადგენად. ვერ გეტყვით, როდის აღდგება დენის მიწოდება. ეს ფიდერი ბავშვთა საავადმყოფოსთან მდებარეობს" - გვითხრეს კომპანიაში.

კვერნაკის დასახლებაში დენი საღამოს 19 საათიდან შეწყდა.
ფოტო: photodune.net

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები