გორში იუსტიციის სახლთან ქალი დააკავეს, რომელიც ყოფილ ქმარს შერიგებას სთხოვდა
გორის სასამართლომ შუახნის ქალს ერთდღიანი პატიმრობა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, შეუფარდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გუშინ შეადგინეს.

ოქმის მიხედვით, ქალბატონი, იუსტიციის სახლთან, იგინებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. მოსამართლის კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება, ქალბატონმა განმარტა, რომ ყოფილი მეუღლე არ ურიგდებოდა.

,,ვეუბნებოდი, რომ შერიგებულიყო ჩემთან. გამომიყვანა მდგომარეობიდან" - განაცხადა ქალბატონმა პროცესზე. პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მულით, (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) შეადგინა ოქმი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები