მაღალაანთ ეკლესიის ფრესკები - ბეთლემი კასპში
.კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხთან ახლოს მდებარეობს მაღალაძეების ეკლესია, რომელსაც ვახუშტი ბეთლემს უწოდებს და აშენებულია მე-12 და მე-13 საუკუნეებში. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია ნახატები. ისინი მე-16 საუკუნით თარიღდება.

ნახატები ეკუთვნის მხატვარს აპოსტოლეს. ეკლესიის ფასადზე პაპუა მაღალაძის, მისი მეუღლის - ელენეს და სამი შვილის ფრესკებია გამოსახული. დღეს ეს ფრესკები თითქმის განადგურებულია.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ,,წინარეხს ზეით არს მონასტერი ყოვლად წმიდისა, ბეთლემად სახელდებული და იქავ სახლობენ აზნაურნი მაღალაძენი".

ისტორიკოსს ელზა ხაინდრავას ცნობით, მაღალაძეთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელია მღვდელ-მონაზონი მაღალაშვილი ზაბილონ. ის დამწერია დავით ბერისძის ნასყიდობის წიგნისა ელიოზ კათალიკოსისადმი, რომელიც თარიღდება 1411 წლის 25 ოქტომბრით.

შემდეგ მოდის ალექსანდრე მეფის 1441 წლის სიგელი სვეტიცხოვლისადმი, სადაც ნათქვამია: ,,...მცხეთას შევწირე...მაღალაურნი...".

მცხეთის ქადაგის თანამდებობაზე მაღალაშვილთა საგვარეულოდან პირველად იხსენიება დიმიტრი გაგელიშვილი-მაღალაძე 1443 წლის საბუთში. დოკუმენტების მონაცემებით მისი მოღვაწეობა გაგრძელდა 1449 წლამდე. ელზა ხაინდრავა ფიქრობს, რომ დიმიტრი გაგელიშვილი-მაღალაძე თამარ მეფის დროინდელი, ვარამ გაგელის შთამომავალია
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები